Thursday, June 21, 2012

ლინდა გუდმენის ასტროლოგია




წყარო

ლომი:

ივლისი 24 - აგვისტო 23 ლომი, როგორც ცნობილია ცხოველთა მეფეა. ამიტომ მის სეხნიასაც ანალოგიური მდგომარეობის პრეტენზია აქვს ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებთან. ლომის საქციელში იშვიათი მოქნილობა და მეფური სიზარმაცე ერთმანეთს ერწყმის. ლომს სძულს სიბნელე და მარტოობა, ვერ იტანს მოწყენილობას, გასართობად მიპატიჟებას კი სიამოვნებით ღებულობს.

ლომებს შორის ინტროვერტს თითქმის ვერ ნახავთ. ყველანი უკლებლივ ექსპენსიურები, ამაყნი და საკუთარი ღირსების გრძნობით აღსავსენი არიან. აბა სცადეთ და ჯეროვან ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ზარმაცი, ალერსიანი ფისუნია მყისვე მძვინვარე, ამაყ, ფაფარაქოჩრილ მხეცად გადაიქცევა.

ლომის თანავარსკვლავედში დაბადებულ ადამიანებს აქვთ გარეგნული მსგავსება ლომთან. ჩვეულებისამებრ მათ ხშირი, ურჩი ქოჩორი აქვთ, ხოლო სიარულის მანერაში კატისებური სიმსუბუქე და სიამაყე გამოსჭვივის.

ყველა ლომში მბრძანებლობის სურვილი იგრძნობა. უბრალო მოკვდავთ ზემოდან დასცქერიან. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.

ვინაიდან თავი ყველაზე ჭკვიანად მიაჩნიათ, ლომებს ძალიან უყვართ ყველასთვის ყველაფრის სწავლება. საერთოდ ლომებს ჰგონიათ რომ სხვისი ცხოვრების პერიპეტიებში მშვენივრად ერკვევიან, მაგრამ ამ დროს რიგიანად თავის საკუთარშიც ვერ გარკვეულან. აბა სცადეთ და უთხარით ეს, ნახავთ რა საშინლად გაგინაწყენდებათ. მაგრამ თუ წაეპირფერეთ თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. ზოდიაქოს არცერთ ნიშანზე არ მოქმედებს პირფერობა ისე როგორც ლომზე. განდიდება მისი აქილევსის ქუსლია.

ლომები დიდ ყურადღებას აქცევენ რას ფიქრობენ მათზე სხვები. ყოველგვარ კომპლიმენტს იგი ერთგვარი სიამოვნებით ღებულობს.

უსიყვარულოდ ლომს თავისი არსებობა ვერ წარმოუდგენია. მთელი მისი ცხოვრება სიყვარულის გარშემო ბრუნავს. იგი ან ეს-ესაა დაქორწინდა ან შემდეგ კვირაში აპირებს ამას, ან თავდავიწყებით შეყვარებულია, ან ახლახანს დაშორდა თავის გულისწორს. იმის მიხედვით თუ როგორ მიდის საქმეები, ლომი ან სიცოცხლით სავსეა, ან მწუხარებისგან მომაკვდავს ემსგავსება.

არ ვაზვიადებ, როცა ლომი შეყვარებულს ან ცოლს შორდება მისი ღირსება იმდენად შელახულია, თითქოს აღსასრული დადგაო. მაგრამ იგი მალევე ურიგდება სიყვარულს ან ახალს პოულობს და ისევ ბედნიერია. ასეთი შემთხვევები ლომის ცხოვრებაში უთვალავია.

ლომს როგორც ძლიერ ნატურას, არ უყვარს როცა ვინმეზეა დამოკიდებული. პირიქით, სიმაოვნებს როცა ვინმეს ბედი მის ხელთაა.

ფულს ლომი ძალიან თავისუფლად ხარჯავს, ხანდახან ზედმეტადაც კი. ამიტომ სიღატაკის ზღვართან არაერთხელ დგას, მაგრამ გამოსავალს ყოველთვის პოულობს ფინანსური კრიზისიდან.

ლომებს ზომიერების გრძნობა არასოდეს და არაფერში არ გააჩნიათ. თუ მუშაობენ მუშაობაში ვერავინ აჯობებთ. ასევეა დროს ტარებაშიც და სიზარმაცეშიც კი.

ნამდვილი განსაცდელისას ლომი არასოდეს დაიხევს უკან და სხვებსაც გადაარჩენს. გმირობა მისი დამახასიათებელი თვისებაა.

ლომი იშვიათი და საიმედო მეგობარია და საშიში მოწინააღმდეგე. იგი შემოქმედებითი, აქტიური, ძლიერი და ნათელი პიროვნებაა. იგი ბედს არასოდეს შეურიგდება. მას გარდაუვლად სჯერა რომ მზე თავისი ოქროსფერი სხივებით მის გზას ყოველთვის გაანათებს.

ლომმა-მამაკაცმა კარგად იცის თავისი მომხიბვლებობის ფასი და ამიტომ ფუჭად არასდროს იხარჯება. სიამოვნებით მოიწონებს თავს თქვენს წინაშე,მეგობრებშიც, დიდი თავშეყრის ადგილებშიც და რაც უფრო მეტია ხალხი,მით უფრო კმაყოფილი დარჩება. მაშინ ხომ მისით ერთი კი არა, მთელი ორასიადამიანი დარჩება აღტაცებული.

ლომი არც ქალწულია და არც მერწყული, რომ თაყვანისმცემლების თავგადაკლული მცდელობის მიუხედავად გულგრილი დარჩეს. იგი იმთავითვერომანისთვის არის განწყობილი, ამიტომ მისი ბადეში მოქცევა ძალიან ადვილია.

ლომი უჩვეულოდ ეჭვიანია. თუ მისი ხართ, სულით ხორცამდე მას უნდა ეკუთვნოდეთ. იგი თქვენს ნაცვლად გადაწყვეტს რა ჩაიცვათ, როგორი ვარცხნილობაგაიკეთოთ, რა წაიკითხოთ, ვისთან იმეგობროთ და როგორ გაატაროთ დღე. დაჟინებით გამოგკითხავთ სად დაიკარგეთ მთელი ორი საათი, მაშინ როცაწასვლისას თქვით საათში და 45 წუთში დავბრუნდებიო. დაინტერესდება ვინ დაგირეკათ და რაზე ელაპარაკეთ.

უმჯობესია თუ ლომთან ურთიერთობისას რბილი, ალერსიანი და ნაზი იქნებით. ასე თვით ყველაზე შმაგ ემოციებს დაუცხრობთ.

ლომ-ქმართან საკუთარ პროფესიულ კარიერას ვერ გაიკეთებთ. იგი ამის უფლებას არ მოგცემთ. ხოლო თუ დაიჟინებთ, გამორიცხული არ არის ეკლესიაშისაქორწინო კაბაში გამოწყობილმა აღმოაჩინოთ, რომ ნეფე სადღაც გაქრა.

ლომი-ქმარი კეთილი და დიდსულოვანია(თუ რა თქმა უნდა სამყაროს ცენტრად აღიარებთ). თუ ისეთი პატივისცემით მოეპყრობით, როგორც, მისი აზრითიმსახურებს და ეკუთვნის, გულუხვობის განსახიერება იქნება და უმცირეს სურვილზეც კი უარს არ გეტყვით. ხოლო თუ გააღმერთებთ, სავსებით სარწმუნოარომ არასოდეს გიღალატებთ. ლომი ბუნებით ზარმაცია და ახალ-ახალ ფისუნებზე ნდირობას არ დაიწყებს თუ სახლში თავისი ძუ ლომი ეგულება.

ლომებს იშვიათი განსაკუთრებული თავისებურება გააჩნიათ- ოქროს ხელები აქვთ. თუ სახლში ტელევიზორი ან სარეცხის მანქანა ან ნებისმიერი რამგაგიფუჭდათ იგი უმალ სიამოვნებით გაგიკეთებთ. ამ მხრივ ლომი-მამაკაცი ნამდვილი განძია.

ლომი მამაკაცები მგრძნობიარეები და ესთეტები არიან და ლამაზმანების მიმართ არც დაქორწინების შემდეგ რჩებიან გულგრილნი, მაგრამ თუ ეჭვიანობისსცენებს არ გაუმართავთ შურისსაძიებლად არ წამოიწყებს სხვასთან ფლირტს, ხოლო თუ ისევე სიყვარულით მოექცევით, სხვაე არასოდეს გაგცვლით.

ლომებს აქვთ ერთგვარი ილუზია, რომელსაც ვერაფრით ვერ სძლევენ. ლომი ხშირად ქორწინდება დაბალი სოციალური ფენის წარმომავლობის ან რაიმეთითავისზე ნაკლებ ქალზე და იმედოვნებს, რომ საბრალო მარგარიტა მთელი ცხოვრება მისი მადლიერი იქნება. მაგრამ არცთუ იშვიათად ''საბრალო არსება''მოხერხებულად აცლის ლომს ძალაუფლების სკიპტრას. ამის მიუხედავად ლომები ჭკუას მაინც ვერ სწავლობენ.

ლომებს ხშირად ძალზე მცირერიცხოვანი ოჯახები აქვთ. ბავშვები ან საერთოდ არ ჰყავთ ან მხოლოდ ერთი. ლომები მხურვალე, მაგრამარათანმიმდევრული მამები არიან, სამაგიეროდ იმათ რიცხვს განეკუთვნებიან, ვინც ბავშვებს მთელი ცხოვრება უყვართ. ლომის ცოლს ვურჩევ ბავშვებსქმარზე მეტ ყურადღებას ნუ მიაქცევს, თორემ ლომი განაწყენდება და თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს.

ტყუპები:

მაისი 22 - ივნისი 21

თუ ვინმეს შეხედეთ და ორად მოგეჩვენათ, სათვალის გაკეთებას ნუ იჩქარებთ. თქვენს წინაშე ტყუპი იქნება, ზოდიაქოთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცვალებადი და მოუხელთებელი ნიშანი. მის სახეზე ერთდროულად იხატება აღტაცებაცა და სევდაც, სიხარულიცა და ნაღველიც. ტყუპს ხასიათი ელვის სისწრაფით ეცვლება.

ტყუპს ერთ ადგილას ვერ გააჩერებ, გამუდმებით მოძრაობს, იცვლის ტანსაცმელს, სამუშაოს, საცხოვრებელ ადგილს, მეგობრებს... მერკურის მფარველობაში მყოფთ ერთი საზიზღარი თვისება აქვთ: წიგნს რომ აიღებენ უეჭველად ბოლო გვერდზე უნდა ჩაიჭყიტონ. ტყუპთაგან წიგნს თავიდან ბოლომდე იშვიათად თუ ვინმე კითხულობს, მაგრამ თუ ასეთ ეგზემპლარს იცნობთ, მერწმუნეთ, გვარში უეჭველად ვერძი ან თხის რქა ეყოლება. ტყუპთა მოუთმენელი ხასიათი მარტო წიგნის კითხვისას კი არა, ყოელგვარი საქმიანობისას გამოსჭვივის.

ტყუპები ისეთ სამუშაოს ამჯობინებენ, რომელიც შთაბეჭდილებების და მოქმედების გამუდმებულ ცვლასთანაა დაკავშირებული. ამ ადამიანთა გარშემო ყოველთვის დაძაბული გარემო სუფევს, მათგან ნერვული ენერგია ნაპერწკლებივით იფრქვევა. ტყუპებში ვერ შეხვდებით ადამიანს რომელიც დინჯად ლაპარაკობს, ჩვეულებრივ ისინი რატრატებენ და სიტყვას ვერ ჩაურთავ.

ტყუპებს გესლიანი და მახვილი ენა აქვთ. სიტყვიერი ბატალიებიდან ხშირად გამარჯვებულნი გამოდიან, მაგრამ კაცთმოყვარე ტყუპები ამ უპირატესობას სხვების საზიანოდ იშვიათად იყენებენ.

ტყუპებს შეუძლიათ ძალდაუტანებლად აკეთონ ერთდროულად რამდენიმე საქმე. ტელეფონით გატაცება მათთვის იმდენად ძლიერია რომ ზოგს ჰგონია, ტყუპები ქვეყანას ყურმილით ხელში მოევლინნენო.

ყველაფერი სადღეისო, საკირკიტო, გადაუდებელი ტყუპებს ხასიათს უფუჭებს. ამ დროს თავს გალიაში გამომწყვდეულივით გრძნობს. ნამდვილ ტყუპს პუნქტუალურობა არამც და არამც არ ახასიათებს(თუ რა თქმა უნდა გვარში ქალწული არ ჰყოლია). პაემანზე, სასიყვარულო იქნება ეს თუ საქმიანი, ტყუპი აუცილებლად დააგვიანებს.

ტყუპების თანავარსკვლავედსა და ლიტერატურულ ნიჭს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი არსებობს. ფრაზის სწორად აგება პრაქტიკულად ყველა მათგანმა იცის. შესანიშნავად თხზავენ პიესებსა და რომანებს, თუმცა იშვიათად აწარმოებენ საკუთარ დღიურებს.

ტყუპები ადვილად ითვისებენ უცხო ენებს, ამიტომ მათში პოლიგლოტი ბევრია. ჩვეულებრივ უპირატესობას ფრანგულ ენას აძლევენ.

ტყუპები ჯანმრთელობისგან კი არა მარტოობისგან და მოწყენილობისგან თუ ავადდებიან. მოუსვენარნი და დაუღალავნი დღენიადაგ ძიებაში არიან. მათი დაოკება არ ძალუძს არც ფულს, არც სიყვარულს, არც ძალაუფლებას და აარც წარმატებას. საკმარისია ერთ მიზანს მიაღწიონ რომ მაშინვე მეორეს ელტვიან.

ტყუპები გარშემომყოფთ თავისი მომხიბლაობით აჯადოებს, თვითონ კი თავისი იდეალის ძებნით იმდენადაა გართული, რომ ხშირად ვერ ხედავს რა ხდება მის ცხვირწინ და ბედი ხელიდან უსხლტება.

ყმაწვიქალობაში ტყუპი ქალი აბსოლიტურად ამოუცნობია და სიყვარული მისთვის მხოლოდ თამაშია. მაგრამ რაც ურო ემატება ასაკი მასთან ურთიერთობამით უფრო საინტერესო ხდება. უფრო მეტი ძალით ამჟღავნებს თავს სიყვარულში. აშკარავდება მისი პიროვნების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ტყუპ ქალთან ურთიერთობა ძალიან ადვილია. იგი ცოცხალი და საინტერესო მოსაუბრეა. შეუძლია გაგამხიარულოთ და ხასიათი გამოგიკეთოთ.სენტიმენტალური და რომანტიულია, მომხიბლავი და ჭკვიანი, შესანიშნავი სტუმართმოყვარე დიასახლისია და მაღალინტელექტუალური თანამოსაუბრე.მასთან ყველა თემაზე შეიძლება საუბარი. ხასიათი კი ელვის სისწრაფით ეცვლება. შეიძლება უცბად ისტერიკა დაემართოს და ვერაფრით დააწყნაროთ. ასერომ მასთან არ მოიწყენთ.

ტყუპი ქალი შესანიშნავი ამხანაგია. იგი ყველაგან წამოგყვებათ, ამასთან ყოველთვის უჩვეულო ქალური მაცდუნებლობით გამოირჩევა.

რაც შეეხება შეჩვევას, ეს უფრო რთულია. დარწმუნებული რომ იყოთ მის სიყვარულსა და ერთგულებაში, გამუდმებით მის გვერდით ყოფნა და თქვენიარსებობის შეხსენება მოგიწევთ.

ტყუპი თუ ცოლობაზე დაგთანხმდათ იცოდეთ რომ სხვა მამაკაცები სურით გასკდებიან, რადგან მათ მონოტონური ცხოვრება აქვთ მხოლოდ ერთცოლთან, თქვენ კი ტყუპის სახით ერთი კი არა რამდენიმე ცოლი მოგყავთ.

კირჩხიბი:

იგი ის კაცი არ არის, ვინც მზადაა პირველსავე შემხვედრს გული გადაუშალოს. მის შესახებ ხშირად საუკეთესო მეგობრებმაც ბევრი რამ არ იციან. ბოლომდე რომ გაიცნოთ, მასთან ერთად რამდენიმე ფუთი მარილის ჭამა მოგიწევთ.

კიბო შეიძლება ქარაფშუტა, არასაიმედო და იმავდროულად მგრძნობიარე, ერთგული პიროვნებაც იყოს.

კიბო უკიდურესად ფრთხილია, ხოლო მისი მელანქოლია გადამდები. ბუნებით რომანტიკოსი, საოცრად რაციონალური და პრაქტიკულია. მოკლედ ამ ადამიანში ძალზე განსხვავებული, ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებია გაერთიანებული.

კიბო-მამაკაცზე მსჯელობისას უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ურთიერთწინააღმდეგობანი მთვარის ფაზის ცვლილებით არის გამოწვეული, რომელიც კიბოზე დიდ გავლენას ახდენს. გარეგნულად იგი რამდენადმე უხეში და ცივია, მაგრამ მის მგრძნობიარე, მოსიყვარულე გულში ყოველთვის მოიპოვება ადგილი თანაგრძნობისა და თანადგომისათვის. იგი ძალიან წყენიაა. შეიძლება გეგონოთ რომ წყენა კარგა ხანს არ გაუვლის, მაგრამ ნურას უკაცრავად. ცოტა ხანში კვლავ პირგაცინებული გამოჩნდება. სამწუხაროდ კიბო-მამაკაცებს ისეთი დეპრესიული პერიოდები აქვთ ხოლმე რომ სიცოცხლეს შეგაძულებენ. თუ ცხოვრების თანამგზავრად კიბოს აირჩევთ მის ცვალებად ხასიათსაც უნდა შეეგუოთ. ყველაზე დიდი მელანქოლიის შეტევები მას მაშინ მოსდის, როცა რაიმე ძვირფასის დაკარგვის საშიშროებას გრძნობს - მაგალითად თქვენი. დაარწმუნეთ რომ მხოლოდ მისი ხართ, უსაზღვროდ გიყვართ იგი და ბედნიერი იქნება.

კიბო მამაკაცს ფული ბავშვობიდანვე იზიდავს. იგი ძუნწი არ არის, მაგრამ არც მფლანგველი, მაგრამ რამდენი ფულის პატრონიც არ უნდა გახდეს ტრაბახს არასოდეს დაიწყებს. პირიქით მას ღარიბი ნათესავის როლი უფრო აწყობს. ''მე არც ისეთი მდიდარი კაცი ვარ რომ უბრალო ნივთები შევიძინო'' ამ პრინციპით ხელმძღვანელობს კიბო. იგი უარს გეტყვით კაფეში შერბენაზე, მაგრამ ძვირფას რესტორანში სიამოვნებით შევა. იგი ძუნწი კი არა ჭკვიანი და პრაქტიკული ადამიანია.

თუ ნაცნობებს შორის კიბო-მხატვარი ან კიბო-მუსიკოსი გყავთ, არ გეგონოთ თავი მხოლოდ მაღალფარდოვანი იდეებით ჰქონდეთ გამოტენილი.

კიბო მამაკაცი სპორტულ სამოსს მკაცრ კოსტიუმს ამჯობინებს, თანაც უთუოდ მდიდრულ მაღაზიაში იყიდის.

კიბო-მამაკაცები ჩინებული მზარეულები არიან. საეართოდაც იგი ძალიან ყურადღებიანი არსებაა, ოჯახში თვით უმნიშვნელო წვრილმანსაც კი ყურადღებას აქცევს. სტუმრებს სიამოვნებით დაათვალიერებინებს თავის კოლექციას, ხოლო ქალების მიმართ უჩვეულო გალანტურობას გამოამჟღავნებს. კიბო აღმერთებს თავის წარმომავლობას, წინაპრებისაგან მემკვიდრეობით დარჩენილი ანტიკვარული ნივთები კი მისი სიამაყეა. მათში ხომ მისი ორი მისწრაფებაა გაერთიანებული: ისტორია და ფული.

კიბო ძალიან პრეტენზიულია და გვიან ოჯახდება. შეცდომის დაშვების ძალიან ეშინია. სამაგიეროდ თავის რჩეულს ცამდე აიყვანს.

როგორც მამა, კიბო უნაკლოა. მსგავსი სიყვარულით და ერთგულებით ბავშვებისადმი ბევრი დედა ვერ დაიტრაბახებს. გულწრფელად აინტერესებს შვილების ბედნიერება უბედურება და ყოველგვარი განცდები.

დღიდან გაცნობისა საგონებელში ჩაგაგდებთ. ვინ არის იგი ? ალერსიანი გოგონა, თუ ველური ეჭვიანი მხეცუნა. ამ შეკითხვას ერთობლივი ცხოვრების რამდენიმე წლის შემდეგაც ვერ გასცემთ პასუხს. უფრო სწორი იქნება თუ ჩათვლით რომ ერთიც და მეორეც. იგი ცოტა გიჟმაჟიც არის, მელანქოლიურიც და ულევი ფანტაზიის პატრონიც.

მიუხედავად რომანტიული ბუნებისა, კიბო-ქალი უჩვეულოდ პრაქტიკულია. ფული კი მისი საყვარელი თემაა და არცერთი ქალი თქვენს საბანკო ანგარიშს იმდენ ყურადღებას არ მიაქცევს, რამდენადაც კიბო. მაგრამ არ გეგონოთ, როგორც ქალთა უმეტესობას ეს იმიტომ აინტერესებდეს, რომ თქვენი ქონება სამკაულებსა და ძვირფასეულობაში გაანიავოს. კიბო-ქალს ეს ყველაზე ნაკლებ აღელვებს. პირიქით ყველა ღონეს იხმარს, რაც კი მასზეა დამოკიდებული რომ ფულს მოემატოს და არა მარტო რჩევით, რეალური საქმეებით დაგეხმარებათ.



არ შეიძლება კიბო-ქალის დაცინვა, გაკრიტიკება, უარყოფა. პატივისცემით უნდა მოეპყრათ მის მშობლებს, განსაკუთრებით დედას. კიბო-ქალს ხშირად ეჭვი და შიში იპყრობს, რომ არცთუ ისე ლამაზია, არცთუ ისე ახალგაზრდა და ასე შემდეგ. ის დღენიადაგ საპირისპიროში უნდა დაარწმუნოთ. მას შეუძლია დღეში 20-ჯერ მოგისმინოთ თუ როგორი ლამაზია და როგორ გიყვართ.

კიბო-ცოლს შეიძლება აზრად მოუვიდეს რომ ცუდი მზარეულია, თუმცა სინამდვილეში პარიზის საუკეთესო კულინარებს არაფრით ჩამოუვარდება. სამზარეულო მისი უსაყვარლესი ადგილია სახლში.



კიბო-ქალი უჩვეულოდ ემოციური არსებაა, ამიტომ თუ მისდამი სერიოზული გრძნობა არ გაგაჩნიათ, გიჯობთ, სხვა პარტნიორი მონახოთ. მასთან სიყვარულობანას თამაშს ნუ მოიწადინებთ - იგი იმდენად მგრძნობიარე გულის პატრონია, რომ, შესაძლოა, მიღებული სულიერი ტრამვისგან დიდხანს ვერ გამოკეთდეს. სამაგიეროდ თქვენს გულწრფელ სიყვარულს მარადიული ერთგულებით უპასუხებს თუმცა თქვენგანაც იგივეს მოითხოვს. კიბო იშვიათი მესაკუთრეა და თუ რამეს თავისად თვლის, ცოცხალი თავით არავის დაანებებს.

მეგობრებში კიბო დიდად არ გამოირჩევა. იშვიათად რომ კომპანიის სულისჩამდგმელი იყოს. თავის გრძნობებს ახლობლებისა და შინაურებისათვის ინახავს.



გულისსწორის გულისთვის კიბო-ქალი ყოველგვარ მსხვერპლს გაიღებს. როცა ახლობელ ადამიანს საფრთხე ემუქრება, მას ისეთი გმირობის ჩადენა ძალუძს, როგორზეც სხვა დროს ფიქრიც კი ზარავს.

No comments:

Post a Comment