Thursday, June 21, 2012

ლინდა გუდმენის ასტროლოგია




წყარო

ლომი:

ივლისი 24 - აგვისტო 23 ლომი, როგორც ცნობილია ცხოველთა მეფეა. ამიტომ მის სეხნიასაც ანალოგიური მდგომარეობის პრეტენზია აქვს ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებთან. ლომის საქციელში იშვიათი მოქნილობა და მეფური სიზარმაცე ერთმანეთს ერწყმის. ლომს სძულს სიბნელე და მარტოობა, ვერ იტანს მოწყენილობას, გასართობად მიპატიჟებას კი სიამოვნებით ღებულობს.

ლომებს შორის ინტროვერტს თითქმის ვერ ნახავთ. ყველანი უკლებლივ ექსპენსიურები, ამაყნი და საკუთარი ღირსების გრძნობით აღსავსენი არიან. აბა სცადეთ და ჯეროვან ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ზარმაცი, ალერსიანი ფისუნია მყისვე მძვინვარე, ამაყ, ფაფარაქოჩრილ მხეცად გადაიქცევა.

ლომის თანავარსკვლავედში დაბადებულ ადამიანებს აქვთ გარეგნული მსგავსება ლომთან. ჩვეულებისამებრ მათ ხშირი, ურჩი ქოჩორი აქვთ, ხოლო სიარულის მანერაში კატისებური სიმსუბუქე და სიამაყე გამოსჭვივის.

ყველა ლომში მბრძანებლობის სურვილი იგრძნობა. უბრალო მოკვდავთ ზემოდან დასცქერიან. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.

ვინაიდან თავი ყველაზე ჭკვიანად მიაჩნიათ, ლომებს ძალიან უყვართ ყველასთვის ყველაფრის სწავლება. საერთოდ ლომებს ჰგონიათ რომ სხვისი ცხოვრების პერიპეტიებში მშვენივრად ერკვევიან, მაგრამ ამ დროს რიგიანად თავის საკუთარშიც ვერ გარკვეულან. აბა სცადეთ და უთხარით ეს, ნახავთ რა საშინლად გაგინაწყენდებათ. მაგრამ თუ წაეპირფერეთ თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. ზოდიაქოს არცერთ ნიშანზე არ მოქმედებს პირფერობა ისე როგორც ლომზე. განდიდება მისი აქილევსის ქუსლია.

ლომები დიდ ყურადღებას აქცევენ რას ფიქრობენ მათზე სხვები. ყოველგვარ კომპლიმენტს იგი ერთგვარი სიამოვნებით ღებულობს.

უსიყვარულოდ ლომს თავისი არსებობა ვერ წარმოუდგენია. მთელი მისი ცხოვრება სიყვარულის გარშემო ბრუნავს. იგი ან ეს-ესაა დაქორწინდა ან შემდეგ კვირაში აპირებს ამას, ან თავდავიწყებით შეყვარებულია, ან ახლახანს დაშორდა თავის გულისწორს. იმის მიხედვით თუ როგორ მიდის საქმეები, ლომი ან სიცოცხლით სავსეა, ან მწუხარებისგან მომაკვდავს ემსგავსება.

არ ვაზვიადებ, როცა ლომი შეყვარებულს ან ცოლს შორდება მისი ღირსება იმდენად შელახულია, თითქოს აღსასრული დადგაო. მაგრამ იგი მალევე ურიგდება სიყვარულს ან ახალს პოულობს და ისევ ბედნიერია. ასეთი შემთხვევები ლომის ცხოვრებაში უთვალავია.

ლომს როგორც ძლიერ ნატურას, არ უყვარს როცა ვინმეზეა დამოკიდებული. პირიქით, სიმაოვნებს როცა ვინმეს ბედი მის ხელთაა.

ფულს ლომი ძალიან თავისუფლად ხარჯავს, ხანდახან ზედმეტადაც კი. ამიტომ სიღატაკის ზღვართან არაერთხელ დგას, მაგრამ გამოსავალს ყოველთვის პოულობს ფინანსური კრიზისიდან.

ლომებს ზომიერების გრძნობა არასოდეს და არაფერში არ გააჩნიათ. თუ მუშაობენ მუშაობაში ვერავინ აჯობებთ. ასევეა დროს ტარებაშიც და სიზარმაცეშიც კი.

ნამდვილი განსაცდელისას ლომი არასოდეს დაიხევს უკან და სხვებსაც გადაარჩენს. გმირობა მისი დამახასიათებელი თვისებაა.

ლომი იშვიათი და საიმედო მეგობარია და საშიში მოწინააღმდეგე. იგი შემოქმედებითი, აქტიური, ძლიერი და ნათელი პიროვნებაა. იგი ბედს არასოდეს შეურიგდება. მას გარდაუვლად სჯერა რომ მზე თავისი ოქროსფერი სხივებით მის გზას ყოველთვის გაანათებს.

ლომმა-მამაკაცმა კარგად იცის თავისი მომხიბვლებობის ფასი და ამიტომ ფუჭად არასდროს იხარჯება. სიამოვნებით მოიწონებს თავს თქვენს წინაშე,მეგობრებშიც, დიდი თავშეყრის ადგილებშიც და რაც უფრო მეტია ხალხი,მით უფრო კმაყოფილი დარჩება. მაშინ ხომ მისით ერთი კი არა, მთელი ორასიადამიანი დარჩება აღტაცებული.

ლომი არც ქალწულია და არც მერწყული, რომ თაყვანისმცემლების თავგადაკლული მცდელობის მიუხედავად გულგრილი დარჩეს. იგი იმთავითვერომანისთვის არის განწყობილი, ამიტომ მისი ბადეში მოქცევა ძალიან ადვილია.

ლომი უჩვეულოდ ეჭვიანია. თუ მისი ხართ, სულით ხორცამდე მას უნდა ეკუთვნოდეთ. იგი თქვენს ნაცვლად გადაწყვეტს რა ჩაიცვათ, როგორი ვარცხნილობაგაიკეთოთ, რა წაიკითხოთ, ვისთან იმეგობროთ და როგორ გაატაროთ დღე. დაჟინებით გამოგკითხავთ სად დაიკარგეთ მთელი ორი საათი, მაშინ როცაწასვლისას თქვით საათში და 45 წუთში დავბრუნდებიო. დაინტერესდება ვინ დაგირეკათ და რაზე ელაპარაკეთ.

უმჯობესია თუ ლომთან ურთიერთობისას რბილი, ალერსიანი და ნაზი იქნებით. ასე თვით ყველაზე შმაგ ემოციებს დაუცხრობთ.

ლომ-ქმართან საკუთარ პროფესიულ კარიერას ვერ გაიკეთებთ. იგი ამის უფლებას არ მოგცემთ. ხოლო თუ დაიჟინებთ, გამორიცხული არ არის ეკლესიაშისაქორწინო კაბაში გამოწყობილმა აღმოაჩინოთ, რომ ნეფე სადღაც გაქრა.

ლომი-ქმარი კეთილი და დიდსულოვანია(თუ რა თქმა უნდა სამყაროს ცენტრად აღიარებთ). თუ ისეთი პატივისცემით მოეპყრობით, როგორც, მისი აზრითიმსახურებს და ეკუთვნის, გულუხვობის განსახიერება იქნება და უმცირეს სურვილზეც კი უარს არ გეტყვით. ხოლო თუ გააღმერთებთ, სავსებით სარწმუნოარომ არასოდეს გიღალატებთ. ლომი ბუნებით ზარმაცია და ახალ-ახალ ფისუნებზე ნდირობას არ დაიწყებს თუ სახლში თავისი ძუ ლომი ეგულება.

ლომებს იშვიათი განსაკუთრებული თავისებურება გააჩნიათ- ოქროს ხელები აქვთ. თუ სახლში ტელევიზორი ან სარეცხის მანქანა ან ნებისმიერი რამგაგიფუჭდათ იგი უმალ სიამოვნებით გაგიკეთებთ. ამ მხრივ ლომი-მამაკაცი ნამდვილი განძია.

ლომი მამაკაცები მგრძნობიარეები და ესთეტები არიან და ლამაზმანების მიმართ არც დაქორწინების შემდეგ რჩებიან გულგრილნი, მაგრამ თუ ეჭვიანობისსცენებს არ გაუმართავთ შურისსაძიებლად არ წამოიწყებს სხვასთან ფლირტს, ხოლო თუ ისევე სიყვარულით მოექცევით, სხვაე არასოდეს გაგცვლით.

ლომებს აქვთ ერთგვარი ილუზია, რომელსაც ვერაფრით ვერ სძლევენ. ლომი ხშირად ქორწინდება დაბალი სოციალური ფენის წარმომავლობის ან რაიმეთითავისზე ნაკლებ ქალზე და იმედოვნებს, რომ საბრალო მარგარიტა მთელი ცხოვრება მისი მადლიერი იქნება. მაგრამ არცთუ იშვიათად ''საბრალო არსება''მოხერხებულად აცლის ლომს ძალაუფლების სკიპტრას. ამის მიუხედავად ლომები ჭკუას მაინც ვერ სწავლობენ.

ლომებს ხშირად ძალზე მცირერიცხოვანი ოჯახები აქვთ. ბავშვები ან საერთოდ არ ჰყავთ ან მხოლოდ ერთი. ლომები მხურვალე, მაგრამარათანმიმდევრული მამები არიან, სამაგიეროდ იმათ რიცხვს განეკუთვნებიან, ვინც ბავშვებს მთელი ცხოვრება უყვართ. ლომის ცოლს ვურჩევ ბავშვებსქმარზე მეტ ყურადღებას ნუ მიაქცევს, თორემ ლომი განაწყენდება და თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს.

ტყუპები:

მაისი 22 - ივნისი 21

თუ ვინმეს შეხედეთ და ორად მოგეჩვენათ, სათვალის გაკეთებას ნუ იჩქარებთ. თქვენს წინაშე ტყუპი იქნება, ზოდიაქოთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცვალებადი და მოუხელთებელი ნიშანი. მის სახეზე ერთდროულად იხატება აღტაცებაცა და სევდაც, სიხარულიცა და ნაღველიც. ტყუპს ხასიათი ელვის სისწრაფით ეცვლება.

ტყუპს ერთ ადგილას ვერ გააჩერებ, გამუდმებით მოძრაობს, იცვლის ტანსაცმელს, სამუშაოს, საცხოვრებელ ადგილს, მეგობრებს... მერკურის მფარველობაში მყოფთ ერთი საზიზღარი თვისება აქვთ: წიგნს რომ აიღებენ უეჭველად ბოლო გვერდზე უნდა ჩაიჭყიტონ. ტყუპთაგან წიგნს თავიდან ბოლომდე იშვიათად თუ ვინმე კითხულობს, მაგრამ თუ ასეთ ეგზემპლარს იცნობთ, მერწმუნეთ, გვარში უეჭველად ვერძი ან თხის რქა ეყოლება. ტყუპთა მოუთმენელი ხასიათი მარტო წიგნის კითხვისას კი არა, ყოელგვარი საქმიანობისას გამოსჭვივის.

ტყუპები ისეთ სამუშაოს ამჯობინებენ, რომელიც შთაბეჭდილებების და მოქმედების გამუდმებულ ცვლასთანაა დაკავშირებული. ამ ადამიანთა გარშემო ყოველთვის დაძაბული გარემო სუფევს, მათგან ნერვული ენერგია ნაპერწკლებივით იფრქვევა. ტყუპებში ვერ შეხვდებით ადამიანს რომელიც დინჯად ლაპარაკობს, ჩვეულებრივ ისინი რატრატებენ და სიტყვას ვერ ჩაურთავ.

ტყუპებს გესლიანი და მახვილი ენა აქვთ. სიტყვიერი ბატალიებიდან ხშირად გამარჯვებულნი გამოდიან, მაგრამ კაცთმოყვარე ტყუპები ამ უპირატესობას სხვების საზიანოდ იშვიათად იყენებენ.

ტყუპებს შეუძლიათ ძალდაუტანებლად აკეთონ ერთდროულად რამდენიმე საქმე. ტელეფონით გატაცება მათთვის იმდენად ძლიერია რომ ზოგს ჰგონია, ტყუპები ქვეყანას ყურმილით ხელში მოევლინნენო.

ყველაფერი სადღეისო, საკირკიტო, გადაუდებელი ტყუპებს ხასიათს უფუჭებს. ამ დროს თავს გალიაში გამომწყვდეულივით გრძნობს. ნამდვილ ტყუპს პუნქტუალურობა არამც და არამც არ ახასიათებს(თუ რა თქმა უნდა გვარში ქალწული არ ჰყოლია). პაემანზე, სასიყვარულო იქნება ეს თუ საქმიანი, ტყუპი აუცილებლად დააგვიანებს.

ტყუპების თანავარსკვლავედსა და ლიტერატურულ ნიჭს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი არსებობს. ფრაზის სწორად აგება პრაქტიკულად ყველა მათგანმა იცის. შესანიშნავად თხზავენ პიესებსა და რომანებს, თუმცა იშვიათად აწარმოებენ საკუთარ დღიურებს.

ტყუპები ადვილად ითვისებენ უცხო ენებს, ამიტომ მათში პოლიგლოტი ბევრია. ჩვეულებრივ უპირატესობას ფრანგულ ენას აძლევენ.

ტყუპები ჯანმრთელობისგან კი არა მარტოობისგან და მოწყენილობისგან თუ ავადდებიან. მოუსვენარნი და დაუღალავნი დღენიადაგ ძიებაში არიან. მათი დაოკება არ ძალუძს არც ფულს, არც სიყვარულს, არც ძალაუფლებას და აარც წარმატებას. საკმარისია ერთ მიზანს მიაღწიონ რომ მაშინვე მეორეს ელტვიან.

ტყუპები გარშემომყოფთ თავისი მომხიბლაობით აჯადოებს, თვითონ კი თავისი იდეალის ძებნით იმდენადაა გართული, რომ ხშირად ვერ ხედავს რა ხდება მის ცხვირწინ და ბედი ხელიდან უსხლტება.

ყმაწვიქალობაში ტყუპი ქალი აბსოლიტურად ამოუცნობია და სიყვარული მისთვის მხოლოდ თამაშია. მაგრამ რაც ურო ემატება ასაკი მასთან ურთიერთობამით უფრო საინტერესო ხდება. უფრო მეტი ძალით ამჟღავნებს თავს სიყვარულში. აშკარავდება მისი პიროვნების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ტყუპ ქალთან ურთიერთობა ძალიან ადვილია. იგი ცოცხალი და საინტერესო მოსაუბრეა. შეუძლია გაგამხიარულოთ და ხასიათი გამოგიკეთოთ.სენტიმენტალური და რომანტიულია, მომხიბლავი და ჭკვიანი, შესანიშნავი სტუმართმოყვარე დიასახლისია და მაღალინტელექტუალური თანამოსაუბრე.მასთან ყველა თემაზე შეიძლება საუბარი. ხასიათი კი ელვის სისწრაფით ეცვლება. შეიძლება უცბად ისტერიკა დაემართოს და ვერაფრით დააწყნაროთ. ასერომ მასთან არ მოიწყენთ.

ტყუპი ქალი შესანიშნავი ამხანაგია. იგი ყველაგან წამოგყვებათ, ამასთან ყოველთვის უჩვეულო ქალური მაცდუნებლობით გამოირჩევა.

რაც შეეხება შეჩვევას, ეს უფრო რთულია. დარწმუნებული რომ იყოთ მის სიყვარულსა და ერთგულებაში, გამუდმებით მის გვერდით ყოფნა და თქვენიარსებობის შეხსენება მოგიწევთ.

ტყუპი თუ ცოლობაზე დაგთანხმდათ იცოდეთ რომ სხვა მამაკაცები სურით გასკდებიან, რადგან მათ მონოტონური ცხოვრება აქვთ მხოლოდ ერთცოლთან, თქვენ კი ტყუპის სახით ერთი კი არა რამდენიმე ცოლი მოგყავთ.

კირჩხიბი:

იგი ის კაცი არ არის, ვინც მზადაა პირველსავე შემხვედრს გული გადაუშალოს. მის შესახებ ხშირად საუკეთესო მეგობრებმაც ბევრი რამ არ იციან. ბოლომდე რომ გაიცნოთ, მასთან ერთად რამდენიმე ფუთი მარილის ჭამა მოგიწევთ.

კიბო შეიძლება ქარაფშუტა, არასაიმედო და იმავდროულად მგრძნობიარე, ერთგული პიროვნებაც იყოს.

კიბო უკიდურესად ფრთხილია, ხოლო მისი მელანქოლია გადამდები. ბუნებით რომანტიკოსი, საოცრად რაციონალური და პრაქტიკულია. მოკლედ ამ ადამიანში ძალზე განსხვავებული, ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებია გაერთიანებული.

კიბო-მამაკაცზე მსჯელობისას უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ურთიერთწინააღმდეგობანი მთვარის ფაზის ცვლილებით არის გამოწვეული, რომელიც კიბოზე დიდ გავლენას ახდენს. გარეგნულად იგი რამდენადმე უხეში და ცივია, მაგრამ მის მგრძნობიარე, მოსიყვარულე გულში ყოველთვის მოიპოვება ადგილი თანაგრძნობისა და თანადგომისათვის. იგი ძალიან წყენიაა. შეიძლება გეგონოთ რომ წყენა კარგა ხანს არ გაუვლის, მაგრამ ნურას უკაცრავად. ცოტა ხანში კვლავ პირგაცინებული გამოჩნდება. სამწუხაროდ კიბო-მამაკაცებს ისეთი დეპრესიული პერიოდები აქვთ ხოლმე რომ სიცოცხლეს შეგაძულებენ. თუ ცხოვრების თანამგზავრად კიბოს აირჩევთ მის ცვალებად ხასიათსაც უნდა შეეგუოთ. ყველაზე დიდი მელანქოლიის შეტევები მას მაშინ მოსდის, როცა რაიმე ძვირფასის დაკარგვის საშიშროებას გრძნობს - მაგალითად თქვენი. დაარწმუნეთ რომ მხოლოდ მისი ხართ, უსაზღვროდ გიყვართ იგი და ბედნიერი იქნება.

კიბო მამაკაცს ფული ბავშვობიდანვე იზიდავს. იგი ძუნწი არ არის, მაგრამ არც მფლანგველი, მაგრამ რამდენი ფულის პატრონიც არ უნდა გახდეს ტრაბახს არასოდეს დაიწყებს. პირიქით მას ღარიბი ნათესავის როლი უფრო აწყობს. ''მე არც ისეთი მდიდარი კაცი ვარ რომ უბრალო ნივთები შევიძინო'' ამ პრინციპით ხელმძღვანელობს კიბო. იგი უარს გეტყვით კაფეში შერბენაზე, მაგრამ ძვირფას რესტორანში სიამოვნებით შევა. იგი ძუნწი კი არა ჭკვიანი და პრაქტიკული ადამიანია.

თუ ნაცნობებს შორის კიბო-მხატვარი ან კიბო-მუსიკოსი გყავთ, არ გეგონოთ თავი მხოლოდ მაღალფარდოვანი იდეებით ჰქონდეთ გამოტენილი.

კიბო მამაკაცი სპორტულ სამოსს მკაცრ კოსტიუმს ამჯობინებს, თანაც უთუოდ მდიდრულ მაღაზიაში იყიდის.

კიბო-მამაკაცები ჩინებული მზარეულები არიან. საეართოდაც იგი ძალიან ყურადღებიანი არსებაა, ოჯახში თვით უმნიშვნელო წვრილმანსაც კი ყურადღებას აქცევს. სტუმრებს სიამოვნებით დაათვალიერებინებს თავის კოლექციას, ხოლო ქალების მიმართ უჩვეულო გალანტურობას გამოამჟღავნებს. კიბო აღმერთებს თავის წარმომავლობას, წინაპრებისაგან მემკვიდრეობით დარჩენილი ანტიკვარული ნივთები კი მისი სიამაყეა. მათში ხომ მისი ორი მისწრაფებაა გაერთიანებული: ისტორია და ფული.

კიბო ძალიან პრეტენზიულია და გვიან ოჯახდება. შეცდომის დაშვების ძალიან ეშინია. სამაგიეროდ თავის რჩეულს ცამდე აიყვანს.

როგორც მამა, კიბო უნაკლოა. მსგავსი სიყვარულით და ერთგულებით ბავშვებისადმი ბევრი დედა ვერ დაიტრაბახებს. გულწრფელად აინტერესებს შვილების ბედნიერება უბედურება და ყოველგვარი განცდები.

დღიდან გაცნობისა საგონებელში ჩაგაგდებთ. ვინ არის იგი ? ალერსიანი გოგონა, თუ ველური ეჭვიანი მხეცუნა. ამ შეკითხვას ერთობლივი ცხოვრების რამდენიმე წლის შემდეგაც ვერ გასცემთ პასუხს. უფრო სწორი იქნება თუ ჩათვლით რომ ერთიც და მეორეც. იგი ცოტა გიჟმაჟიც არის, მელანქოლიურიც და ულევი ფანტაზიის პატრონიც.

მიუხედავად რომანტიული ბუნებისა, კიბო-ქალი უჩვეულოდ პრაქტიკულია. ფული კი მისი საყვარელი თემაა და არცერთი ქალი თქვენს საბანკო ანგარიშს იმდენ ყურადღებას არ მიაქცევს, რამდენადაც კიბო. მაგრამ არ გეგონოთ, როგორც ქალთა უმეტესობას ეს იმიტომ აინტერესებდეს, რომ თქვენი ქონება სამკაულებსა და ძვირფასეულობაში გაანიავოს. კიბო-ქალს ეს ყველაზე ნაკლებ აღელვებს. პირიქით ყველა ღონეს იხმარს, რაც კი მასზეა დამოკიდებული რომ ფულს მოემატოს და არა მარტო რჩევით, რეალური საქმეებით დაგეხმარებათ.



არ შეიძლება კიბო-ქალის დაცინვა, გაკრიტიკება, უარყოფა. პატივისცემით უნდა მოეპყრათ მის მშობლებს, განსაკუთრებით დედას. კიბო-ქალს ხშირად ეჭვი და შიში იპყრობს, რომ არცთუ ისე ლამაზია, არცთუ ისე ახალგაზრდა და ასე შემდეგ. ის დღენიადაგ საპირისპიროში უნდა დაარწმუნოთ. მას შეუძლია დღეში 20-ჯერ მოგისმინოთ თუ როგორი ლამაზია და როგორ გიყვართ.

კიბო-ცოლს შეიძლება აზრად მოუვიდეს რომ ცუდი მზარეულია, თუმცა სინამდვილეში პარიზის საუკეთესო კულინარებს არაფრით ჩამოუვარდება. სამზარეულო მისი უსაყვარლესი ადგილია სახლში.



კიბო-ქალი უჩვეულოდ ემოციური არსებაა, ამიტომ თუ მისდამი სერიოზული გრძნობა არ გაგაჩნიათ, გიჯობთ, სხვა პარტნიორი მონახოთ. მასთან სიყვარულობანას თამაშს ნუ მოიწადინებთ - იგი იმდენად მგრძნობიარე გულის პატრონია, რომ, შესაძლოა, მიღებული სულიერი ტრამვისგან დიდხანს ვერ გამოკეთდეს. სამაგიეროდ თქვენს გულწრფელ სიყვარულს მარადიული ერთგულებით უპასუხებს თუმცა თქვენგანაც იგივეს მოითხოვს. კიბო იშვიათი მესაკუთრეა და თუ რამეს თავისად თვლის, ცოცხალი თავით არავის დაანებებს.

მეგობრებში კიბო დიდად არ გამოირჩევა. იშვიათად რომ კომპანიის სულისჩამდგმელი იყოს. თავის გრძნობებს ახლობლებისა და შინაურებისათვის ინახავს.



გულისსწორის გულისთვის კიბო-ქალი ყოველგვარ მსხვერპლს გაიღებს. როცა ახლობელ ადამიანს საფრთხე ემუქრება, მას ისეთი გმირობის ჩადენა ძალუძს, როგორზეც სხვა დროს ფიქრიც კი ზარავს.

ძირითად ასტროლოგიური პრინციპები



წყარო
ასტროლოგია, როგორც მეცნიერება ეფუძნება გარკვეულ პრინციპებს, რომლებიც მის ცენტრალურ ბირთვს წარმოადგენენ. ეს პრინციპები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი და ერთიმეორეს მოიცავენ.
პირველი პრინციპია მსგავსების, ანალოგიის პრინციპი, რომელსაც ასე გამოითქმის: «რაც ზემოთაა, ისაა ქვემოთ.» ამ პრინციპის ასეთნაირი ფორმულირება მოდის ჯერ კიდევ ძველი ბაბილონიდან. აქ იგი ეფუძნებოდა შემდეგ კანონზომიერებას: «ქვემოთ», მიწაზე რაც ხდებოდა (ამინდისა და წლის სეზონების ცვლა, მოსავლის სიუხვე ან სიმწირე და ა. შ.) მკაცრ შესაბამისობაში იყო ციური სხეულების მოძრაობასთან «ზემოთ».
ასტროლოგიის თვალსაზრისით მზის სისტემა, გალაქტიკა, ცალკეული პლანეტა, ადამიანი, ადამიანის ცალკეული ორგანო, ცალკეული უჯრედი - ყოველივე ეს ცოცხალი არსებებია, უბრალოდ, ზოგი დიდია ზოგი - პატარა და ამავე დროს, პატარები «ჩალაგებულია» დიდებში. დიდი პატარის მიმართ (მთელი ნაწილის მიმართ) მაკროკოსმია, ხოლო პატარა დიდის მიმართ (ანუ ნაწილი მთელის მიმართ) - მიკროკოსმი. (დედამიწის მიმართ მზის სისტემა მაკროკოსმია, მზის სისტემისათვის დედამიწა - მიკროკოსმი; ადამიანი თავისივე უჯრედისათვის მაკროკოსმია, უჯრედი - მიკროკოსმი; ადამიანი მიკროკოსმია, საზოგადოება - მაკროკოსმი და ა.შ.).
ეს პრინციპი «მუშაობს» იმიტომ რომ ყველა მთელი ერთმანეთს ჰგავს, ერთმანეთს ჰგავს თავისი სისრულით, მთელობით, გარკვეული თვითკმარობით, დამოუკიდებლობით, სტრუქტურული მთლიანობით, სიცოცხლისუნარიანობით.
მეორე პრინციპი - მთლიანობის, ერთიანობის პრინციპი ამბობს, რომ სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია, რაც მთელის ერთ ნაწილში ხდება არ შეიძლება არ აისახოს როგორც მთლიანად მთელზე, ისე მის სხვა, ცალკეულ ნაწილებზე. ადამიანი თავისი გარემომცველი სამყაროს ორგანული ნაწილია და რაც «ზემოთ» მაკროკოსმში ხდება, აუცილებლად აისახება მასში, ისევე როგორც რაც ერთ ადამიანში ხდება, არ შეიძლება არ აისახოს როგორც გარე სამყაროზე მთლიანად, ასევე სხვა ადამიანებზე. სწორედ ამაზე დაყრდნობით, ასტროლოგი უყურებს რა იმას, თუ რა ხდება მზის სისტემაში (მაკროკოსმში), ასკვნის, რა ხდება ადამიანში, საზოგადოებაში, სახელმწიფოში (მიკროკოსმში).
ხშირად, ასტროლოგიას ეჭვის თვალით უყურებენ - როგორ შეიძლება ადამიანზე ზემოქმედებას ახდენდეს რომელიმე შორეული ვარსკვლავი, ან თუნდაც მზის სისტემის შორეული პლანეტა? ცხადია, აქ ლაპარაკი პირდაპირ, ფიზიკურ ზემოქმედებაზე არაა, იგულისხმება ანალოგია, ურთიერთკავშირი. საათი, ცხადია, არ იწვევს დედამიწის ბრუნვას საკუთარი ღერძის გარშემო და არც დედამიწის ბრუნვა არ იწვევს საათის ისრების მოძრაობას, მაგრამ საათი მაინც ზუსტად გვიჩვენებს დროს, რადგან საათის ისრები დედამიწის მსგავსად და დედამიწის რიტმში ბრუნავენ.
მესამე პრინციპი - ციკლურობის პრინციპია. ეს გულისხმობს, რომ ნებისმიერი მოძრაობა, ნებისმიერი რამ გარკვეული დროის შემდეგ უბრუნდება საწყის პუნქტს. ამავე დროს, ცნობილია, რომ, დროის მონაკვეთი ყოველ ორ მომდევნო დაბრუნებას შორის მოცემული მოძრაობისათვის დაახლოებით ტოლია და მას ამ მოძრაობის პერიოდს უწოდებენ, ხოლო მოძრაობის ერთ წრეს - ციკლს. აღსანიშნავია, რომ ყოველგვარ ციკლს აქვს თავისი სტადიები - საწყისი, შუა და ბოლო. ერთი ციკლის ბოლო აუცილებლად გადადის მეორის დასაწყისში.
ჩვენ ვიბადებით, ვცხოვრობთ და ვკვდებით, შემდეგ ისევ ვიბადებით და ა.შ. ხალხებსა და ცივილიზაციებსაც ზუტად იგივე ემართებათ. ასტროლოგიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროის ციკლურობა, რომელიც დაკავშირებულია დედამიწის ბრუნვასთან საკუთარი ღერძის გარშემო (დღე-ღამე), მთვარის ბრუნვასთან დედამიწის გარშემო (თვე), დედამიწის ბრუნვასთან მზის გარშემო (წელი) და ა.შ. სწორედ დროის ციკლურობამ მისცა ადამიანს საათისა და კალენდრის შედგენის იდეა.
მაგრამ ციკლურობა არ ნიშნავს მოჯადოვებულ წრეში ტრიალსა და მუდმივად ერთსადაიმავე ადგილზე დაბრუნებას. მოვიყვანოთ თვალსაჩინო მაგალითი: როდესაც მანქანით ვმგზავრობთ, ბორბალი ბრუნავს რა თავისი ღერძის გარშემო, ყოველი შემობრუნების შემდეგ საწყის მდგომარეობას უბრუნდება, მაგრამ მანქანა მაინც წინ მიდის, წინ მიდის იმიტომ, რომ თავად ბორბლის მდებარეობა გზის ზედაპირის მიმართ იცვლება.
პროგრესი გარდაუვალია, რადგან ყოველი ციკლი «ჩადებულია» უფრო დიდ ციკლში. ყოველ დღე არის დილა, შუადღე, საღამო, ღამე, ამით ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ რადგანაც დედამიწა გარდა თავისი ღერძის გარშემო ბრუნვისა, ბრუნავს მზის გარშემოც, დღეები განსხვავებულია ერთმანეთისაგან - იანვრის დღე განსხვავებულია მაისის დღისაგან, ხოლო თუ მზის სისტემის სხვა პლანეტების ციკლებსაც გავითვალისწინებთ - სხვადასხვა წლის ერთიდაიგივე დღე განსხვავდება ერთმანეთისაგან. (მაგ. 01/01/2008 არ ჰგავს 01/01/2007-ს). ნებისმიერი ციკლური პროცესი ყოველთვის გვაბრუნებს საწყის წერტილში, მაგრამ ყოველი დაბრუნებისას თვით ამ საწყისი წერტილის მდებარეობაა შეცვლილი.
მეოთხე პრინციპი - სინქრონიზმის პინციპი, საყოველთაო ჰარმონიის, «ვიბრაციული სიმპათიის», «საყოველთაო სიყვარულის» პრინციპი. სამყაროში ყველაფერი ჰარმონიაშია, თანაჟღერაშია ერთმანეთთან. სწორედ ამ პრინციპს ეყრდნობა მკითხაობის ნებისმიერი ხერხი. თუ მკითხავი კარგი მედიუმია და კარგად შეუძლია სამყაროსეულ ვიბრაციაში შესვლა, მაშინ მის ყოველ გულწრფელად დასმულ კითხვაზე აუცილებლად მოვა გულწრფელი პასუხი, მნიშვნელობა არა აქვს მკითხაობა კარტზე ხდება, ყავაზე თუ «შემთხვევით» ასროლილი მონეტით.
იგივე ითქმის დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე ციური სხეულების «ზეგავლენის» შესახებ. ცხადია, აქ პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არის (მაგ. ვენერას მდებარეობა სასწორში არ იწვევს ხელოვნების ნიმუშების შექმნას და არც მარსის ყოფნა ვერძში - კონფლიქტურ სიტუაციებს), უბრალოდ რაც «ზემოთ» ხდება, ვიბრაციულ ჰარმონიაშია იმასთან, რაც ქვემოთ ხდება, მსგავსი მსგავს იზიდავს.
მეხუთე პრინციპი - ჰოლიზმის, მთელობის პრინციპი. მთელი - მისი შემადგენელი ნაწილების უბრალო ჯამს კი არ წარმოადგენს, არამედ მოცავს უფრო მეტს - მთლიანობას, თვითკმარობას. მთელი მეტია ნაწილთა ჯამზე. საგნები უნდა განვიხილოთ მთლიანობაში და არა ნაწილ-ნაწილ.
ყოველი მთელი არის ცალკე არსება, რომელიც თავისი, საკუთარი კანონებით ცხოვრობს და ამავე დროს არის ერთის მხრივ უფრო დიდი მთელის შემადგენელი ნაწილი, ხოლო მეორეს მხრივ თვითონ შედგება ასევე მთელი ნაწილებისაგან. ყოველ მთელს აქვს თავისი საზღვრები, თავისი უნიკალური ადგილი უფრო დიდ მთელში, თავისი დასაწყისი და დასასრული, თავისი უნიკალური თვისებები. მთელის დამოუკიდებელი და ამავე დროს თავისთავად მთელი ნაწილები შეიძლება იყვნენ ცოცხალი ორგანიზმის ცალკეული უჯრედები, ინდივიდუალური ადამიანები, ხალხები, ცივილიზაციები, პლანეტები, ვარსკვლავები, ვარსკვლავთა სისტემები და ა.შ.
ამგვარად ასტროლოგიის თვალსაზრისით სამყარო ერთი მთლიანი ცოცხალი არსებაა. ყოველი ცალკეული თავისუფალი ინდივიდიც ისეთივე მთელია და სრულყოფილი, როგორც მთლიანი სამყარო და ამდენად ისეთივე ყურადღების ღირსია როგორც სრულიად სამყარო.ზოგადად.
საინტერესო ფაქტი ის არის რომ ასტროლოგია განვითარდა ისეთ კულტურებში რომლებსაც ერთმანეთთან შეხება არ ჰქონიათ.
მაგ: ეგვიპტე და მაიას კულტურა და ზოგადად მესოამერიკული ცივილიზაციები.









ჰოროსკოპის სახლები



მზის გალაკტიკაში ყველა პლანეტა მზის გარშემო მოძრაობს, მაგრამ ასტროლოგები
 ნატალური რუკის შედგენისას ცენტრად დედამიწას მოიაზრებენ. რუკა თორმეტ
 თანაბარ ნაწილადაა დაყოფილი, რომლებსაც "სახლები" ეწოდებათ. ყველაზე
 მნიშვნელოვან ინფორმაციას ამ დაყოფისას ის ნიშანი იძლევა, რომელიც ჩვენი დაბადების 
მომენტში ჩნდება ჰორიზონტზე.

ის ორ საათში ერთხელ იცვლება და ამიტომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დაბადების საათსა და 
ხანდახან ნებისმიერ წუთს, რადგან თუ შეცვლის მომენტს დაემთხვა შესაძლოა რამდენიმე წუთის 
განსხვავებით დაბადებულ ტყუპებსაც კი განსხვავებული ხასიათი ჰქონდეთ.ამ ნიშანს ესცედენტი,
 ამომავალი ნიშანი ქვია და ასტროლოგები ათვლის წერტილად სწორედ მას იღებენ. ეს არის ზოდიაქოს 
პირველი სახლი და განსაზღვრავს ჩვენს ,,პორტრეტს“, გარეგნულ თავისებურებებსა და გარემოსთან 
ჩვენს პირველად დამოკიდებულებებს, ჩვენს აღქმას.მის მოპირდაპირე სახლს დესცედენტი ჰქვია. 
ნიშნის თავისებურებებიდან გამომდინარე პარტნიორულ (მხოლოდ სასიყვარულო) ურთიერთობებს 
განსაზღვრავს, ჩვენს მოთხოვნებს მათ მიმართ. დესცედენტი მეშვიდე სახლია და სწორედ ეს ხაზი 
ასცედენტსა და დესცედენტს შორის ყოფს რუკას ორ ნახევარსფეროდ.ზედა ნახევარსფეროს უმაღლეს 
წერტილს (MC) ზენიტს უწოდებენ, ეს ის ადგილია, სადაც მზე თავის ზენიტს აღწევს ჩვენი დაბადების 
დღის განმავლობაში. ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საზოგადოებაში ჩვენი როლის განსასაზღვრად. 
აღწერს ჩვენს რეპუტაციას, პრიორიტეტებს, კარიერას, დიდ მიზნებს...ზენიტი - კარიერის მეათე სახლია
. მისი მოპირდაპირე წერტილი ნადირია (IC), რომელიც განსაზღვრავს პიროვნების სტატუსს სამშობლოში, 
ჩვენს დამოკიდებულებას მშობლებთან და განსაკუთრებით იმ მშობელთან რომელთანაც მეტი სიახლოვე 
გვაქვს. ნადირი ზოდიაქოს მეოთხე სახლია.ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სახლებია - 1, 4, 7, 10 და ითვლება
 რომ პირველი სახლი ასოცირდება ჩვენს თავთან, მეშვიდე პარტნიორთან მეოთხე დედასთან და მეათე 
მამასთან. მათ ანგულარულ (კუთხოვან) სახლებს უწოდებენ. მეორე ადგილზე საქსედენტური სახლებია. 
ესენია - 2, 5, 8, 11. პლანეტები საქსედენტურ სახლებში თავის ენერგიის 50 პროცენტს გვინაწილებენ  და
 ბოლოს არის კადენტური სახლები, რომელთა პლანეტებს შედარებით სუსტი ქმედითუნარიანობა
 გააჩნიათ. ისინი თავიანთი ენერგიის სადღაც 25 პროცენტს ავლენენ ამ სახლებში.
 კადენტური სახლებია -3, 6, 9, 12. სახლებს შორის წარმოსახვით საზღვარს კასპი (cusp) - ეწოდება.
ახლა კი დაწვრილებით სახლებსა და მათი გავლენის სფეროებზე.

პირველი სახლი (asedent) - ანგულარული, პერსონალური. 
მმართველი - ვერძი
პლანეტა - მარსი 
გავლენის არეალი - ეგო, ინდივიდუალობა, ფიზიკური თავისებურებები, ჯანმრთელობა,
 სიცოცხლისუნარიანობა, ქცევა, ტემპერამენტი, თავდაჯერებულობა, აბსორბცულობა.
ამ სახლში არსებული პლანეტები დომინანტურ როლს თამაშობენ პიროვნების ხასიათზე და 
ადვილად შესამჩნევები არიან. ინდივიდში ძლიერ იდენტიფიცირებას ახდენს მათ დადებით თუ
 უარყოფით მხარეებთან.
გამოწვევა - განსაკუთრებული ინდივინდუალობის განვითარება და სამყაროსთვის მისი წარდგენა.
 დაბადება. ყოფნა!

მეორე სახლი - საქსედენტური, პერსონალური.
მმართველი - კურო
პლანეტა - ვენერა
გავლენის არეალი - საკუთრება; მატერიალური კეთილდღეობა; ფინანსური შემოსავალი, გასავალი,
 დანაკარგები, უსაფრთხოება; პიროვნების დამოკიდებულება საკუთრებასთან. მისი უნარები შემოსავლის
 გამოსამუშავებლად, ხელფასი და ღირსება. 
რთული პლანეტარული მდებარეობები ამ სახლში ძირს უთხრის პიროვნების ღირსების გრძნობას და
 მიჯაჭვულს ხდის ფინასურ უსაფრთხოებაზე. 
გამოწვევა - განსაზღვროს და დაალაგოს პიროვნული ღირებულებები, შინაგანი თუ გარეგანი ტალანტები
 და რესურსები. ფლობა!

მესამე სახლი - კადენტური, პერსონალური.
მმართველი - ტყუპები
პლანეტა - მერკური
გავლენის არეალი - კომუნიკაცია, კავშირგაბმულობა, კავშირის დასამყარებელი საშუალებები - 
ტელეგრაფიდან დაწყებული ინტერნეტით დამთავრებული; 
კვლევა, გამოძიება, შეკითხვები, ყოველგვარი სახის ძიება.
გონებრივი აქტივობა, ინტელექტი, სწავლა, ყოველდღიურობა,
და-ძმები, ადრეული ბავშვობა, ადრეული განათლება (სკოლის პერიოდი); 
ხანმოკლე მოგზაურობები, ტრანსპორტი და მასთან დაკავშირებული გამოცდილება ამ სახლთანა კავშირში.
გამოწვევა- ცოდნის მიღება, ორგანიზება, გაზიარება. ინფორმირება!

მეოთხე სახლი (IC)- ანგულარული, პერსონალური.
მმართველი - კირჩხიბი, 
პლანეტა - მთვარე.
გავლენის არეალი - სახლი, კერა, სამშობლო, ფესვები. შინაგანი სამყარო, შინაგანი უსაფრთხოება, ოჯახური 
ცხოვრება, მშობლების გავლენა, წარსული, ბავშვობა, დედობა.
გამოწვევა - ემოციური სიახლოვის განვითარება, თავდაცვა, ფესვების ძიება. აღზრდა!

მეხუთე სახლი - საქსედენტური, სოციალური.
მმართველი - ლომი
პლანეტა - მზე.
გავლენის არეალი - შემოქმედებითი ნიჭი, ბავშვები, სიყვარული, სიკეთე, ენთუზიაზმი, მოტივაცია, 
რომანტიზმი, თამაში, განსაკუთრებულობის გრძნობა, მხიარულება, აღტაცება.
მეხუთე სახლებში ჰარმონია მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობებისა და რომანებისთვის.
გამოწვევა - შემოქმედებითი ნიჭის განვითარება და საკუთარი თავის პატივისცემა. ცხოვრებით ტკბობა. 
გამოხატვა!

მეექვსე სახლი - კადენტური, სოციალური.
მმართველი - ქალწული
პლანეტა - მერკური.
გავლენის არეალი - ჯანმრთელობა, უკეთესობისკენ სწრაფვა, კვება და დიეტა, ჰიგიენა;
მომსახურება, სამსახური, სამუშაო, შრომა; სანიმუშო ქცევები; შინაური ცხოველები;
ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწორედ მეექვსე სახლზე აისახება.
გამოწვევა - გახდეს უკეთესი, გაარჩიოს ცუდი კარგისგან, იყოს კომპეტენტური და მცოდნე.
გაანალიზება!

მეშვიდე სახლი (descedent)- ანგულარული, სოციალური. 
მმართველი - სასწორი.
პლანეტა - ვენერა.
პირველი სახლი თუ ეგოს სახლია, მეშვიდე სახლი სხვების სახლია. 
გავლენის არეალი - ქორწინება, სასიყვარულო და საქმიანი ურთიერთობები. სხვების მნიშვნელობა 
პიროვნების ცხოვრებაში. ახლობლებთან დამოკიდებულება, მეგობრები და საზოგადოება. 
მეგობრები და მტრები ამ სახლშია ილუსტრირებული.
გამოწვევა - ურთიერთობების გასერიოზულება, დანათესავება!

მერვე სახლი - საქსედენტური, სოციალური.
მმართველი - მორიელი, 
პლანეტა - პლუტონი
დამოკიდებულებები სიკვდილთან თუ სიცოცხლესთან, სექსთან სწორედ ამ სახლში ჩანს ყველაზე კარგად. 
გავლენის არეალი - სიკვდილი, სექსი, რეგენერაცია; ანდერძი და მემკვიდრეობა; ცვლილებები; საკუთარი
 თავის ფლობა, ეზოთერიკა. 
გამოწვევა - ხელახლა დაბადება. ძალების აღდგენა. რეგენერაცია!

მეცხრე სახლი -კადენტური, უნივერსალური. 
მმართველი - მშვილდოსანი
პლანეტა - იუპიტერი.
გავლენის არეალი - მენტალური ძიება - რელიგია, ფილოსოფია, უმაღლესი განათლება, სულიერი 
განვითარება, ხანგრძლივი მოგზაურობა.
გამოწვევა - თვალსაწიერის გაფართოება, უმაღლესი პოტენციალის რეალიზება. სულიერი ზრდა!

მეათე სახლი (IC) - ანგულარული, უნივერსალური.
მმართველი - თხის რქა.
პლანეტა - სატურნი.
გავლენის სფეროები - კარიერა, სამსახური, პროფესიული მიღწევები, გარე სამყარო, რეპუტაცია, სტატუსი,
 მდგომარეობა, შორსმჭვრეტელობა.
გამოწვევა - პატივისცემის დამსახურება, საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, სახელის მოხვეჭა, 
სტრუქტურირება!

მეთერთმეტე სახლი - საქსედენტური, უნივერსალური.
მმართველი მერწყული.
პლანეტა - სატურნი, ურანი.
უარყოფითი ასპექტები ამ სახლში ადამიანის სოციალურ ინტეგრაციას ართულებს.
გავლენის სფეროები - მეგობრობა, კოლექტივი. იმედები და სურვილები, ჯგუფები და კლუბები.
ორგანიზაციები, ნაცნობობები და კონტაქტები, ქსელი და ალიანსი.
გამოწვევა - ჯგუფური ურთიერთობების დაფუძნება და კაცობრიობის წინსვლაში წვლილის შეტანა.
 რეფორმირება!

მეთორმეტე სახლი -კადენტური, უნივერსალური.
მმართველი - თევზები
პლანეტა - იუპიტერი, ნეპტუნი.
გავლენის სფეროები - კარმა, სულიერება, მარტოობა. ტრანსცედენტობა, მთლიანობისა და ღმერთის ძიება
, ქვეცნობიერი, ფსიქიკა, ფარული რესურსები, ფარული სიძნელეები, იდუმალება, თვითგანადგურება, 
მსხვერპლშეწირვა. ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან დამოკიდებულება, შიშები, პარანოია და ასე შემდეგ...
გამოწვევა - შინაგანი სამყაროს გამოკვლევა, გადარჩევა, გადალახვა და გაზრდა. საკუთარი თავისთვის 
ჯობნა!

ასტროლოგიური ნიშნები


ვერძი
აქტიური ცხოვრებისაკენ მიმართავს ამ ნიშნის ხალხს, გამუდმებით აწვდის მარაგად ენერგიას, აქცევს მათ მოუსვენარ, დაუოკებელ, პატივმოყვარე, სხვასთან მეტოქე ადამიანად.
ამ ნიშნის ადგილი ჰოროსკოპში არის N1, ამიტომაც ეს ნიშნები ყველასგან და ყველაფერში პრიველობას ცდილობენ.  ვერძი – ძალიან ეგოისტური ნიშანია.კეთილშობილი ხალხია, არ შუძლიათ დახმარება არ გაუწიონ გაჭირვებაში ჩავარადნილ ადმინას, ვერძის ნიშნის  მამაკაცები – სერ უოლთერ რელეის ტიპის არიან, ქალები ვერ იტანენ უხამსობას და ვულგარულობას, ვერძი ძალიან დემონსტრაციულია თავისი შეხედულებების გამოხატვისას. იგი არ მალავს თავის ემოციებს.

კურო
ტიპიური კურო – თბილი, მეგობრული, ნაზი და ვნებიანი ადამიანია, თუმც შეიძლება ეს არც გამოაჩინოს. ხარი – ამ ნიშნის ზუსტი სიმბოლოა. მიზნის მისაღწევად კურო ძალას იყენებს. კუროს ნიშნიანებს ხშირად „ქვეყნის მარილს“ უცოდებენ, მათში სიტკბო არ არის. მათ იციან, რაც უნდათ და ბეჯითად შრომობენ მისთვის. კურო– მამაკაეცბი ხშირად კეთილნი, უწყინარნი არიან, ადვილად ემოჩილებიან თავიანთი ხასიათის რბილ თვისებებს, მაგრამ ამას ტემპერამენტის ნაკლებობად ნუ ჩათვლით და მათ წინ წითელი ნაჭრის ფრიალს ნუ მოჰყვებით. კურო ძნელი გასაჯავრებელია, ასევე ძნელია მათი შნაგანი ანტაგონიზმის გამოვლენა, მაგრამ თუ გაჯავრდნენ, ისინი „ფაიფურის ჭურჭლის მაღაზიაში მოხვედრილ მოზვერს“ ემსგავსებიან, რაც შეხვდებათ, ყველაფერს რომ ლეწავენ. ნუ გადააცდენთ კუროს მისი ბილიკიდან, თორემ ინანებთ.

ტყუპები
მარჩბივის (ტყუპების) ნიშანი წარმოდგენილია მოძრავი, ცოცხალი ტყუპებით, იუპიტერისა და ლედას ლეგენდარული ვაჟიშვილებით და ცხადია ამ მომხიბლავი, გამოუცნობი ნიშნის მატარებლები ყველას, მათ შორის ასტროლოგებსაც , საგონებელში აგდებენ თავიანთი მერყევი, ცვალებადი პიროვნებით. რა ოინი გააკეთა დედაბუნებამ? რატომ არის, რომ ტყუპები ერთ წამს ერთმანეთს გვანან და მეორე წამს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული არიან? შესაძლოა მხოლოდ ასტროლოგიური გაგება მათი მმართველი პლანეტის მერკურის და მისი გავლენა დაგვეხმარება, ნაწილობრივ ავხსნათ მათი მებრძოლი  სულისკვეთება, მათი „ვერცხლისწყალივით“ მოუსვენრობა, მათი ხასიათის თვისებათა ფართო წრე.ეს მხიარული, მარად ახალგაზრდული ნიშანია.  ესაა, აგრეთვე „გაორებული“ პიროვნების კლასიკური ტიპი. 

კირჩხიბი (კიბო)
მთვარე, ცვალებადი პლანეტა, თავის 28 დღიან ციკლში 4-ჯერ რომ უვლის ფაზებს, თავის ქვეშემრდომებს ძალიან ემოციურ, მგრძნობიარე ადმიანებად ხდის, რომლებიც განწყობას ადვილად ემორჩილებიან, როცა მთვარის კარგ ციკლში მოხვდებიან; ისინი მომხიბლავნი და მიმზიდველნი არიან ,მაგრამ როცა ცუდ ფაზაში არიან – აუტანელნი ხდებიან.კირჩხიბი ძალიან მორცხვია და უარის თქმას უფრო მეტად ერიდება, ვიდრე ყვალა სხვა ნიშანი ერთად აღებული. ამავე დროს იგი ისევე პატივმოყვარეა.კირჩხიბი ხშირად სევდით იგონებს წარსულს, ბავშოვობას.
კირჩხიბი ძნელად და იშვიათად რომ გაშმაგდეს, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, იგი ძალადობას მიმართავს. მთვარე ყოველგვარი სითხეების მმართველია, ამიტომ კირჩხიბი ზომიერად უნდა შეექცეს ალკოჰოლიან სასმელებს. დადებითად განვითარებული ტიპის კირჩხიბი ერთგულია და ბევრი მათგანი სამშობლოს პატრიოტთა შორისაა.

ლომი
ლომს გონებაც კარგად აქვს განვითარებული, რომ თავის თავთან ბრძოლაში გაიმარჯვოს. ის ინტელექტითა და მაგნეტიზმით არის დაჯილდოებული, რაც მისკენ იზიდავს ხალხს. მაგრამ ლომი არ აუნდა შეეცადოს ყველაზე იბატონოს. მაღალგანვითარებული გონებისა და მოხდენილი მანერების გამო ლომს ხშირად მეფურ ნიშანსაც ეძახიან. მისი ასტროლოგიური სიმბოლო – ლომი – ჯუნგლების მეფედ ითვლება, მაგრამ ყველა ხელისუფალთა მსგავსად, ლომმაც მოკრძალებით უნდა ატაროს გვირგვინი. უნდა ახსოვდეს თავისი მთავარი ცოდვა – პატივმოყვარეობა. მზე, ლომის მმართველი პლანეტა, პატივმოყვარეობითა და დიდი მისწრაფებებით აღავსებს მას, მაგრამ მხოლოდ სასიკეთო საქმეებში უნდა დახარჯოს თავისი ენერგია. ლომს უყვარს საზოგადოებაში გამორჩეული კაცის მეწამული მანტიის მოსხმა, წვეულებების გამართვა, ხალხის შექცევა, უხვი კერძებითა და მაგარი ღვინოებით გამასპინძლება. მაგრამ ლომს უნდა ახსოვდეს, რომ თეატრალური ასპექტების სიყვარულმა უბრალო პოზიორობამდე არ მიიყვანოს.

ქალწული
ქალწულის ნიშნიანები მძლავრად განვითარებული ანალიტიკური ჭკუით არიან აღჭურვილი. ისინი ცდილობენ ყველაფერი დაალაგონ, დაახარისხონ და საკუთარი სახელები დაარქვან. მათ გააჩნიათ გემოვნების, მზერის, სმენისა და ყნოსვის გრძნოები. ნიშნის სიმბოლო ქალწულია. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ წმინდა და ყველაფერზე ამაღლებულნი არიან, მაგრამ დაკვირების მათეული საუცხოო უნარი ადამიანური ნაკლოვანებების შემჩნევის საშუალებას ანიჭებს მათ. ჩვეულებრივ, ქალწულს არ მოწონს ყველაფერი, რასაც ის ხედავს, ამიტომ, ქალწულის მსგავსად, ხშირად განერიდება ხოლმე მას.
იგი სამუშაოში ჩაიძირება ხოლმე. დიახ, მუშაობას ქალწული აღმერთებს. ქალწული წარმატებებს აღწევს ლოგიკაში, წესრიგში, თანმიმდევრობასა და დისციპლინაში.

სასწორი
სასწორი მთელი თავისი სიცოცხლე ეძებს ადამინს, რომელიც იდეალური მეუღლე იქნება. სასწორი ცოლქმრობის სახლს განაგებს, მაგრამ იდეალური პარტნიორის მოძებნის შემდეგაც იშვიათად არის ბედნიერი. რატომ? შესაძლოა, სასწორი თავად სიყვარულს ეტრფის? იქნებ მსგავსად ვენერას ზედაპირისა, რომლის მიმოხილვაც კი უჭირთ ასტროლოგებს, ნისლოვანი ატმოსფეროს გამო, ამ ნიშნის ხალხიც ძნელად შესაცნობია.ასტროლოგიური სიმბოლო ამ ნიშნისა სასწორია და ამ ხალხის უმეტესობა გამუდმებით ცდილობს ამ სასწორის გაწონასწორებას საზოგადაებრივ და პირად სფეროში. სასწორს ძალიან სჭირდება თავისი რწმენა და ჰარმონია. როცა ეს არ ხერხდება, იგი უმალ გაეცლება იქაურობას, ვინემ გარემოების შეცვლისთვის რაიმეს მოიმოქმედებს. ვენერა თავის ვაჟებს და ასულებს მახვილი, ანალიტიკური ჭკუით აჯილდოებს, განსაკუთრებით როცა საქმე ხელოვნებას ეხება. სასწორი გონიერებით გამოირჩევა და რჩევის საკითხავად მრავალი აკითხავს. იგი, ამავე დროს, გულწრფელი მეგობარია და მუყაითი, საქმიანი პარტნიორი.

მორიელი (ღრიანკალი)
ღრიანკლის (მორიელის) პიროვნება – ანტაგონისტურ ძალთა ცვალებადი შეთავსებაა. სული და ხორცი გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს და ამიტომ ღრიანკალი ზოგჯერ ნამდვილ ავსულად გვეჩვენება, ზოგჯერ კი, მოულოდნელად, წმინდანად, დიახ ღვთაებადაც კი! ეს იმიტომ, რომ ღრიანკალი უხვად არის დაჯილდოებული ზეციურ მფარველთაგან. ეს ხალხი მძლავრი ნებისყოფითაა აღჭურვილი, იმდენად ძლიერით, რომ მათი აგრესიულობა ბევრ მტერს უჩენს წარმატებისაკენ მიმავალ გზას. ღრიანკალი კი წარმატებისათვის უფრო მეტი ენერგიით იბრძვის, ვიდრე დანარჩენი ნიშნები ერთად აღებული. თუმცა ყველა ღრიანკალი წარმატებისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი ახერხებს ამას. ამიტონ რომ, სანამ გამარჯვების დაფნას დაიდგამდეს, სანამ სულიერ სიმშვიდეს, ჰარმონიას, მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევდეს, ღრიანკალმა საკუთარ თავთან ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს.

მშვილდოსანი
მშვილდოსნები მოუსვენრები არიან: ისინი მუდამ „აფართოებენ“ თავიანთ პიროვნებას; ემორჩილებიან რა ჰორიზონტზე მოციმციმე ფარსკვლავის მომნუსხავ ცდუნებას, ახალ თავგადასავლებს ეძებენ.
იუპიტერი სიმდიდრეს გვიქადის, არა მარტო ნივთიერს, სულიერსაც ამდენად მშვილდოსანთა უმეტესობა რელიგიურად, ფილოსოფიურად  და იდეალისტურად არის განწყობილი. არის რა ცეცხლის მე-3 ნიშანი, მშვილდოსანი მეტად აქტიურ ცოხრებას ეწევა. მშვილდოსანი მართავს მე-9 სახლს, რომელიც მოგზაურობებსა და ქმნილებათა აბსტრაქტულ ფუნქციებს განაგებს. მშვილდოსანს ყოველივე უცხოური ხიბლავს  და ადვილი შესაძლებელია, ერთხელაც წავა საზღვარგარეთ და უცხოელებს დაუახლოვდება.მშვილდოსნებს სწრაფად მოსდით თავში სხვადასხვა იდეები, მათი წარმატება კი ხშირად მათ ინტუიციურ წინათგრძნობაზე არის დამყარებული.

თხის რქა
მუდამ სევდიანია და მელანქოლიაშიც ვარდება.
გარგნულად თხის რქა რბილი და უწყინარი ჩანს, მაგრამ მისმა გარეგნობამ არ მოგატყუოთ. მას იშვიათად აკმაყოფილებს ის, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია და სულ რაღაც ექსტრაორდინარულის მიღწევას ლამობს. ეს მისი მოვალეობაა. არც გაემტყუნება! ის ხომ ჰოროსკოპის 10-ე სახლს განაგებს! წარმატების სახლს! ეს მიწის ნიშანი ხომ გულისხმობს: ზეპრაქტიკულობას, დიდ დისციპლინასა და ამ ქვეყანაზე მიწიერ შეხედულებას! ყოველივე ეს ერთად აღებული მას მეტოქეების წინაშე დიდ უპირატესობას ანიჭებს.
დაიხ, მას ყველა ეს თვისება ახასიათებს, მაგრამ, თურმე, თხის რქა არ ტკბება ამით, როგორც მის ადგილას სვა. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ თხის რქას მარტოობისაკენ აქვს მიდრეკილება. ბავშობაში იგი მორცხვია და მუდამ ცალკე თამაშბს. სკოლაში თხის რქის ნიშნიანები თავდადებით სწავლობენ და მუდამ ფრიადოსნები არიან. სიწაბუკეში ისინი მორჩილი, ცოტა ზოზინა მუშაკები არიან, რომლებიც მოთმინებით ელოდებიან უფროსის ადგილის დაკავებას. თხის რქა – აბსოლუტური რეალისტია.

მერწყული
მერწყული გამღები ნიშანია, რომლის სიმბოლო წყლის დამღვრელი კაცია. ამ ნიშნის ხალხი კაცობრიობის გაუმჯობესებას ცდილობენ. ისინი „ღვრიან“ თავიანთ პიროვნებას და ნაყოფად იმკიან: დიდებას, სიმდიდრეს და თავაზიანობის ღრმა გრძნობას. მერწყული სამმაგი ძალითაა აღჭურვილი, ასტროლოგიურად რომ ვთქვათ, იგი უძლეველია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მერწყული ჰაერის ნიშანია და ძლიერ გონებას ფლობს. მეორე იმიტომ, რომ  იგი მუდმივი ნიშანია და ეს ხალხი ნამდვილი სიბეჯითით გამოირჩევა, და მესამეც, მმართველი პლანეტის წყალობით, მისი სიცოცხლე თავისუფალია წვრილმანი მიწიერი საქმეებისაგან, რაც სხვა ნიშნებს მიზნის მიღწევაში ხელს უშლის. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ამ ნიშნით დაბადებული სულ სხვადასხვა დარგის გამოჩენილი ადამიანები იყვნენ: აბრაამ ლინკოლნი, სინკლერ ლუისი, მ. შვაბი, ჯონ ბერიმორი, როკფელერი, რუზველტი, ლორდი ბაირონი, ფრიც კრეისლერი.

თევზები
ბევრი ასტროლოგი მიიჩნევს, რომ თევზი მთელს ზოდიაქოში ყველაზე ექსცენტრიულია. მისი მმართველი პალანეტა – ნეპტუნი – რევოლუციური, მისტიკური, რომანტიკული, ზოგჯერ შეურაცხადი, მაგრამ ყოველთვის განშორებული. მას თავისი ქვეშევრდომების ხასიათში ნევროზულობა და მოუსვენრობა შეაქვს, ხშირად თვალთმაქცობასა და სიცრუისაკენ უბიძგებს მათ. თევზებს, ჩვეულებრივ, იტაცებს იდუმალი რელიგიები, სიზმრების ახსნა, სპირიტიზმი, ტელეპატია. როცა ნეპტუნის უარყოფითი გავლენას განიცდიან , ისინი განწყობილნი არიან, თვალთმაქცობისა და ილუზიების იზოლირებულ ქვეყანაში იცხოვრონ და ფაქტები ფანტასტიკური, მეოცნებე მანერით ახსნან. ნეპტუნის დადებითი გავლენის დროს ისინი ფსიქიკის უმაღლეს გაგებას იძენენ, რასაც კაცობრიობის საკეთილდღეოდ იყენებენ. ამ ნიშნის ადამინაები ხომ ყველაზე თანამგრძნობი და გულმოწყალენი არიან ქვეყანაზე, ამიტომ ნეპტუნი მათ სხვისთვის შეუცნობადი გრძნობების, არამიწიერი მგრძნობელობის უნარით აჯილდოებს.

ასტროლოგია და გეოგრაფია

სხვა და სხვა ეთნოსის ადამიანთა ჯგუფებს, ქვეყნებსა და ქალაქებს განსხვავებული ზოდიაქოს ნიშანი აქვს.  ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ ძელი ბერძენი ასტროლოგის, მათემატიკოსის, ასტრონომისა და გეოგრაფის, კლაუდიუს პტოლემეის ნაშრომებშია მოწოდებული.
შუა საუკუნეებში უკვე კარგად იყო დადგენილი ამა თუ იმ ქალაქისა და ქვეყნის ზოდიაქოს ნიშანი.გეოგრაფიული ასტროლოგიის სფეროში, მეჩვიდმეტე საუკუნეში,  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინგლისელმა ასტროლოგმა უილიამ ლილიმ, რომელმაც პტოლემეის ნაშრომებზე დაყრდნობით მსოფლიოს ქალაქები და ქვეყნები ზუსტად განსაზღვრულად, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით დაალაგა.ძელ დროში გეოგრაფიული ასტროლოგიის შესახებ ცოდნა საქართველოშიც არსებობდა. მეთერთმეტე საუკუნის ასტროლოგიურ ტრაქტატში „ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის“, მაგალითად, დეტალურადაა მოცემული ახლოაღმოსავლეთის ქალაქების ზოდიაქოს მიხედვით დაყოფა...ასტროლოგიური გეოგრაფიის მცოდნეები მსოფლიო რუკას თორმეტ პირობით სექტორად ყოფენ, ყურადღებით შეისწავლიან ამა თუ იმ ერის ისტორიულ ფესვებს და მათი ნაციონალური ხასიათის ჩამოყალიბების პროცესს.  ამა თუ იმ ნიშანთან მიკუთვნებას სწორედ ნაციონალური ხასიათი გამოავლენს.მნიშვნელოვანია საკვანძო ისტორიული მოვლენებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების ზუსტი თარიღის ცოდნაც.რა თქმა უნდა, დედამიწა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი დროსთან ერთად მუდმივად იცვლება. ზოგი სახელმწიფო თავიდან  ყალიბდება, ზოგი ნადგურდება, ცივილიზაციებიც ენაცვლება ერთმანეთს... ამ ყველაფრის მიუხედავად, მეცნიერული თვალსაზრისით მაინც შესაძლებელია ლოკალური რეგიონების გამოყოფა, რომლებშიც ამა თუ იმ ნიშნის ზემოქმედების ქვეშ სახელმწიფოებია განლაგებული.თითოეულ სახელმწიფოს შიგნით კი შესაძლებელია მოიძებნებნოს ყველა ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი თორმეტი განსხვავებული ლანდშაფტი.ამიტომ, თუ თქვენთვის სასიკეთო ასტროლოგიური ნიშნის მქონე ქვეყანაში გამგზავრების საშუალება არ გეძლევათ შეიძლება მხოლოდ ათიოდე კილომეტრით მოშორებით საცხოვრებლად გადასვლამაც კი სასიკეთო ცვლილებების წყება მოიტანოს თქვენს ცხოვრებაში.მაშ ასე, ზოდიაქოს თორმეტ ნიშანს შემდეგი ლანდშაფტის ტერიტორიები და ქვეყნები შეესაბამება:

ვერძი
გეოგრაფია : აფრიკა, პალესტინა, სათათრეთი
ლანდშაფტი: სტეპი, სავანა, უდაბნო

კურო
გეოგრაფია : ბულგარეთი, შვეიცარია, ავსტრალია
ლანდშაფტი: ნოყიერი მიწები, რომლებიც სავსეა ხეხილის ბაღებითა და ყვავილებით.

ტყუპები
გეოგრაფია : ა.შ.შ. საბერძნეთი, ბელგია
ლანდშაფტი: ბუჩქნარი, ბილიკებ, სილა
კირჩხიბი
გეოგრაფია : ინდოეთი, შუა აზია, ჰოლანდია, შოტლანდია, ახალი ზელანდია
ლანდშაფტი: წყლიანი ადგილები, ტერიტორიები სადაცაა მდინარეები, ზღვები, ოკეანეები.
ლომი
გეოგრაფია : საქართველო, ესპანეთი, იტალია, ირანი, ჩეხეთი
ლანდშაფტი: ტყეები, ჯუნგლები
ქალწული:
გეოგრაფია : იაპონია, ბელორუსია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი
ლანდშაფტი: მდელოები, მცირე ტყეები, ბორცვები
სასწორი
გეოგრაფია : დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ავსტრია
ლანდშაფტი: პარკები, სკვერები, კლუმბები

მორიელი
გეოგრაფია : გაერთიანებული არაბთა ემირატები, აზერბაიჯანი, თურქეთი
ლანდშაფტი: ჭაობიანი ადგილები, ტაიგა

მშვილდოსანი
გეოგრაფია :საფრანგეთი, პოლონეთი, ბრაზილია, იუგოსლავია
ლანდშაფტი: მთები, ველები, უმთო ადგილები

თხის რქა
გეოგრაფია :სკანდინავია, გერმანია, ტიბეტი, ნეპალი, მექსიკა
ლანდშაფტი: კანიონები, ჩანჩქერები, კლდეები, გამოქვაბულები

მერწყული
გეოგრაფია : კანადა, შვეცია, არგენტინა, რუსეთი
ლანდშაფტი: გადაშლილი სივრცეები, ტუნდრა
თევზები
გეოგრაფია : პორტუგალია, ინდონეზია, ისლანდია
ლანდშაფტი: კუნძულები, წყალსაცავები, ყურეები

Thursday, April 19, 2012

ასტროლოგია



ასტროლოგია (άστρον — ვარსკვლავი; λόγος — მოძღვრება) —პარამეცნიერების დარგი, რომლის მიხედვით ციური სხეულების  ძირითადად პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნების  ზოდიაქოს და . . ასტროლოგიური სახლების დახმარებით შესაძლებელია ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის წინასწარმტყველება. ასტროლოგია შეიქმნა უძველეს წარსულში მესოპოტამიაში და შემდგომ განვითარდა ასურეთში, ბაბილონში, საბერძნეთში, რომში, ინდოეთში ასევე ისლამურ ქვეყნებსა და ევროპაში. 

რატომ გახდა ასტროლოგია თანამედროვე, მეცნიერების და ტექნიკის ეპოქაში განსაკუთრებული ინტერესის საგანი? ასტროლოგია არის მეცნიერება, რომელიც ციური მნათობების უცვლელი მოძრაობის შესწავლის საფუძველზე, საშუალებას იძლევა ცხოვრების ცვალებადი ნაკადის აღწერისა. ეს არის მეცნიერება, რომელიც განიხილავს რა ნებისმიერი მომენტის ჰოროსკოპს, მოიაზრებს ნებისმიერი პროცესის საფუძვლად მის კოსმიურ დროით მახასიათებელს.
თავად სიტყვა ჰოროსკოპი, შეიძლება ითარგმნოს როგორცვაკვირდები საათსასტროლოგია კაცობრიობის ყველაზე ძველი მეცნიერებაა. მისი წარმოშობა თან სდევდა ცივილიზაციის წარმოქმნას. ასტროლოგიის დაბადებად შეიძლება ჩაითვალოს ის მომენტი, როდესაც ადამიანმა ყურადღება მიაქცია ბუნებრივი მოვლენების ციკლურობას, განმეორებადობას. ვარსკვლავებზე სისტემატიური დაკვირვების დასაწყისი კი, უკავშირდება მიწათმოქმედების წარმოქმნას და განვითარებას.
ასტროლოგიის წარმოშობის წყაროები შეგვიძლია ვეძებოთ უძველეს ცივილიზაციებში, შეიძლება ითქვას რომ 6-7 ათასი წლის წინათ, ჩვენს წელთაღიცხვამდე, ასტროლოგია უკვე არსებობდა. ძველი ეგვიპტური ასტროლოგია ემყარებოდა დაკვირვებებს უძრავ ვარსკვლავებზე და თანავარსკვლავედებზე, რის შესაბამისადაც ხდებოდა სხვა და სხვა სეზონური სამუშაოების შესრულება.




ისტორია კაცობრიობის წარსულია. ასტროლოგია ისტორიული წარსულის ფენებს ასახავს ერთ მთლიანობაში. ის, რაც უძველეს ცივილიზაციებში წარმოადგენდა საკულტო ცხოველებს, მითოლოგიურ გმირებს, ღმერთებს, იმდენად აბსტრაჰირებულას და გაინტელექტებულად გვევლინება, რომ არსებობს რეალური საფრთხე იმისა, ადამიანმა გადაწყვიტოს კავშირი თავის საწყის მთლიანობასთან. 
ასტროლოგია ჩაისახა უხსოვარ დროში, მაგრამ მისი პრაქტიკულად ამოქმედება დაიწყო ჩვენ წელთაღრიცხვამდე ოთხი-ხუთი ათასი წლის წინ ეგვიპტეში, ინდოეთში, ტიბეტში, მესოპოტამიის ქვეყნებში (შუმერები, ბაბილონელები, ქალდეველები)...
ასტროლოგიის ენით ადამიანი შეიმეცნება არა როგორც ცალკე არსება, არამედ მთლიანი სამყაროსეული შერწყმის შემცირებული მიკროინდივიდუალურობა. 
ასტროლოგიური გაგებით თითოეულ ადამიანში არის მამრული და მდედრული საწყისების სტიქიური არსი. განსხვავება მხოლოდ იმაშია, თუ რამდენად დომინანტურია ამ საწყისების თვისებები. იგი დამოკიდებულია გარე სამყაროს მდგომარეობაზე დაბადების მომენტში: ამით გამოიხატება თითოეული ადამიანის სექსუალური მონაცემები საწინააღმდეგო სქესის მიმართ. სექსუალურობა ხასიათდება ასევე ლიბიდოთი, რომელიც არასდროს არაა უმოძრაოდ და ყოველ ადამიანში იგი იცვლება: დაბადების ჰოროსკოპის თანახმად, არც ერთი პიროვნება არ შეიძლება წარმოგვიდგეს ზოდიაქოს ერთი სუფთა ნიშნით, როგორც ხალხში გავრცელებული ზოდიაქოს ნიშნების პრიმიტიული აღწერა განსაზღვრავს მათ.